ბუღალტრეული აღრიცხვა დამწყებთათვის - Vip Intellect Group

ბუღალტრეული აღრიცხვა დამწყებთათვის

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები.

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - ორი თვე

ლექციის ხანგრძლივობა -1.30

კურსის ღირებულება ოთხ კაცი და მეტი ჯგუფში: თვეში 250 ლარი

3 კაციან ჯგუფში: თვეში 350 ლარი

კურსის ღირებულება წყვილში - 450 ლარი

 

რეგისტრაცია