WEB პროგრამების სპეციალისტი! - Vip Intellect Group

WEB პროგრამების სპეციალისტი!

შპს ,,VIP Intellect Group” ერთერთი მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომლის მენეჯმენტს და ძირითად გუნდს მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე www.vipintellect.ge

შპს ,,VIP Intellect Group“ მოთხოვნილების გაზრდასთან დაკავშირებით ესაჭიროება WEB პროგრამების სპციალისტი.

აუცილებელი მოთხოვნა:

1. ჩამოთვლილი პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა -
HTML/CSS; PHP/My SQL; JAVA SCRIPT;
2. ჰქონდეს კომპიუტერის პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
3. აუცილებელია შექმნილი ქონდეს WEB გვერდები, წარმოადგინოს თავისი ნამუშევრები.
4. შეძლოს მაღალ დონეზე შექმნას ნებისმიერი სირთულის WEB გვერდი

მსურველმა უნდა წარმოგვიდგინოს სასწავლო პროგრამა ისე, რომ ლექციები მოიცავდეს 50%/50% თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რათა კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენმა მსმენელმა უნდა შეძლოს პრაქტიკულად მისი გამოყენება.

პიროვნული ღირებულებები:
• კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება
• გუნდში მუშაობის უნარი
• კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან
• საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია
სამუშაო საათები: კვირაში სამი დღე .
ანაზღაურება: ყოველი ჯგუფიდან ან შესრულებული შეკვეთებიდან 50%- დარიცხული ხელფასი.

მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.
ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.
მონაცემები გამოგვიგზავნეთ ninovipicg@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტრის შესახებ იხილეთ www.vipintellect.ge