ბუღალტერია, საგადასახადო კანონმდებლობა

ბუღალტერია დღეისათვის ერთერთ მნიშვნელოვან სპეციალობას წარმოადგენს, ვინაიდან ნებისმიერი მოცულობის და ორგანიზაციული ტიპის ეკონომიკური საქმიანობა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების გარეშე წამოუდგენელია.

სწორედ ამიტომ არის მუდმივად სხვადასხვა ორგანიზაციაში მოთხოვნილება კვალიფიციურ ბუღალტერზე.

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკოსი ბუღალტრების მომზადებას, რომლებიც პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წამოებასთან ერთად, ყოველთვიურად ანგარიშს წარადგენენ შესაბამის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში. ხოლო თავად ბუღალტერიის წარმოებას შეძლებენ სხვადასხვა საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამებით.

ბუღალტერიის ცოდნა არა მხოლოდ ბუღალტრებს მოეთხოვებათ, არამედ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის დამფუძნებლების, დირექტორების და მენეჯერებისთვის, რათა მათ შეეძლოთ ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა და გარჩევა, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მართვით დაკავებული პირებისთვის საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა.