სახელმწიფო შესყიდვების თეორიული და პრაქტიკული კურსი

სახელმწიფო შესყიდვები - თეორიული და პრაქტიკული კურსი!

კურსის მიზანი: დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში და შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ არსებული ცოდნის გაღრმავებაში. კურსის მსმენელები გაეცნობიან სფეროში არსებულ გამოცდილებას, მიიღებენ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ცოდნას.

სასწავლო კურსი მოიცავს:

თეორიული ნაწილი:

  1. სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო (ნორმატიული აქტების მიმოხილვა), სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი, გეგმის რეგისტრაცია,  ბაზრის კვლევის პროცედურები;
  2. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის ძირითადი პრინციპების განხილვა (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ტექნიკური დავალება, გამოცდილება, სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება);
  3. ხელშეკრულების მომზადება, სახელშეკრულებო ვალდებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები, ხელშეკრულებების რეგისტრაცია;
  4. SMP მოდული - ექსკლუზიური უფლებამოსილება, გადაუდებელი აუცილებლობა, შეთანხმება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ, ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება და ცვლილება გამარტივებულ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში;
  5. დავების განხილვის საბჭო

პრაქტიკული ნაწილი:

  1. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის განხილვა, სისტემის გამოყენება, დოკუმენტაციის განთავსება;
  2. გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება;
  3. SMP მოდულში ინფორმაციის განთავსება - საუკეთესო პრაქტიკის განხილვა;
  4. CMR მოდულის გამოყენება;

კურსდამთავრებულის უპირატსობა: 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს

-            სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების პროექტის მომზადებას;

-            სრულყოფილად განახორციელებენ გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

-            მოამზადებენ ხელშეკრულებების პროექტებს;

-            გამოიმუშავებენ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით სატენდერო მოთხოვნის განსაზღვრის უნარ-ჩვევებს;

-            მოახდენენ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას და მის შესაბამის რეგისტრაციას, გეგმის კორექტირებას;

-            გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ძირითად პრინციპებს;

-            შეაფასებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს და საქმიანობის ფარგლებში მოახდენენ მათ სწორ და სამართლებრივ ინტერპრეტაციას.

კურსისხანგრძლივობა: 16 საათი

ჯგუფში მსმენელების რაოდენობა5-6;

კურსისღირებულება: 300 ლარი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

გაითვალისწინეთ!  ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.