ჩვენ შესახებ

შპს "VIP Intellect Group" გამორჩეული მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომელიც ძირითადი გუნდი უკვე 16 წელია ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე ასობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის კადრები არიან ჩვენი კურსდამთავრებულები.

პროფესიონალი ტრენერები, მოწვეული სხვადასხვა წარმატებული კომპანიიდან, პრაქტიკული და ინოვაციური ტრენინგები,  მუდმივად განახლებული სასწავლო პროგრამები, მომხმარებელის მოთხოვნაზე მორგებული ლექციები, სასიამოვნო სასწავლო გარემო - ყველა პირობა ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები აქტიურად აგრძელებენ წარმატებულ საქმანობას სხვადასხვა სფეროში.

გაითვალისწინეთ! ჩვენ გაძლევთ ხარისხს, თქვენი წარმატებისთვის!

შპს "VIP Intellect Group"-ში სხვადასხვა კურსი გავლის შემდეგ მსმენელები სტაჟირებას აგრძელებენ შესაბამისი სპეციალობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ტურისტულ კომპანიებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და ვებ სტუდიებთან, აქტიურად იგზავნებიან ჩვენი კურსდამთავრებულები სტაჟირებაზე, რისი დამთავრების შემდეგაც ჩვენგან და სტაჟიორი კომპანიისგან ეძლევათ რეკომენდაციები და დასაქმების რეალური შესაძლებლობა!

,,VIP Intellect Group-ის" პროფესიონალი პროგრამისტები, მარკეტოლოგები, ბიზნეს ექსპერტები, ფსიქოლოგები და ბუღალტრები კვალიფიციური ტრენინგებთან ერთად გთავაზობენ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენთან არსებული ვებ სტუდია, რომელშიც გაერთიანებულები არიან ახალგზარდა პროგრამისტები და დიზაინერები, გთავაზობენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, პროფესიონალური დონის ვებ გვერდების შექმნას, ადმიისტრირებას და ოპტიმიზაციას.

,,VIP Intellect Group" პროფესიონალიზმს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ათეულობით კოლეჯთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და კოლეჯის კურსდამთავრებულები ჩვენთან გადიან საწარმოო პრაქტიკებს.

ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი დიდი ხნის სასწავლო ცენტრი როგორიც ჩვენია, რადგან ,,VIP Intellect Group“ ძირითად გუნდს უკვე 16 წლიანი ისტორია აქვს!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!

გახსოვდეთ, ხარისხი არასოდეს გადადის მოდიდან!

პატივისცემით: ნინო მღებრიშვილი!

VIP Intellect Group-ის დირექტორი!