ფარმაკოლოგიის კურსი

 

"VIP Intellect Group" გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ფარმაკოლოგიაში, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!

გაითვალისწინეთ: ჩვენს მიერ უკვე დასაქმებულია ათობით ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები!

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის.
ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.

კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.

თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.

ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
ტრენიინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),

ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.
ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 2 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას "ნეო ფარმა"-ს აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმეპის პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

კურსდამთავრებულის უპირატესობა:

** გაითვალისწინეთ: ჯგუფიდან საუკეთესო 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ ერთი თვე.
** მათ შორის რეკომენდირებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზრაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას.
** გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
** აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.

თეორიული კურსი გრძელდება ორი თვე - კვირაში 3-ჯერ ტარდება 1 სთ 30 წთ-იანი ლექციები.
ღირებულება თვეში: 150 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი.

(ჯგუფიდან საუკეთესო 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ)

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.