კომპიუტერის საოფისე პროგრამები

საოფისე პროგამების საბაზო კურსი:

საბაზო კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვინც უკვე იცის ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამებიდან ძირითადი მასალა ან უნდა შეისწავლოს მხოლოდ WS Word და WS Excel, ან შეავსოს თავიანთი საბაზო ცოდნა იმ პროგრამებით, რომ ერკვეოდეს საოფისე პროგრამებში სრულად.

სწავლის ხანგრძლივობა: 15 - 1სთ-იანი ლექცია

ღირებულება ერთი მსმენელისთვის ჯგუფში - 90 ლარი
ღირებულება ერთი მსმენელისთვის 2-3 კაციან ჯგუფში - 120 ლარი
ღირებულება ერთი მსმენელისთვის ინდივიდუალურად- 150 ლარი

საოფისე პროგამების სრული კურსი:

კურსი განკუთვნილია:
მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პროფესიონალურ დონეზე სრული საოფისე პროგრამები, ნებისმიერი საქმიანობისთვის, საბიუჯეტო და კერძო სექტორში სამუშაოდ. სტუდენტებისთვის მომავალი დასაქმებისთვის, ოფის-მენეჯერებისთვის, ადმინისტრატორებისთვის, სკოლის პედაგოგებისთვის, დირექტორებისთვის, მოლარე-ოპერატორებისთვის, ბუღალტრებისთვის და სხვა, რომელთაც უწევთ საქმის წარმოება, ნებისმიერი ტიპის დოკუმენტის შექმნა თანამედროვე სტანდარტებით. კურსი ითვალისწინებს კომპიუტერთან მუშაობისთვის აუცილებელი ელემენტების შესწავლა, რომლის დაუფლების შემდგომ მსმენელს შეუძლია გააგრძელოს პროფესიონალური კომპიუტერული პროგრამების შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით და სპეციალობით.

გაითვალისწინეთ:
მეცადინეობების მსვლელობისას მსმენელი ახალახსნილი მასალის დამუშავებაზე თავად მუშაობს პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, როგორც ადგილზე, ასევე, ექნება დავალებების სახით სახლში შესასრულებელი სავარჯიშოები, რაც კურსს ხდის მეტად პრაქტიკულს.

კურსი მოიცავს:

** Windows
** MS Word
** MS Excel
** MS PowePoint
** MS Publisher
** Adobe Reader
** WinRar
** Nero
** Ashampo
** MS Outlook
** Internet

სრული კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

ოპერაციული სისტემის მოხმარებას, მისი ძირითადი პროგრამებით მუშაობას, ოპერაციული სისტემის ყველა ბრძანების გამოყენებას. ინფორმაციის ტიპების გარჩევას და მათ მარტივ ძებნას, როგორც კომპიუტერში ასევე ინტერნეტში. დამხმარე პროგრამების გამოყენებას ანტივირუსი, Adobe Reader, WinRar, Nero.ინფორმაციის გადასატან საშუალებებთან მუშაობას (მეხსიერების ბარათთან, ლაზერულ დისკთან), კომპიუტერის სხვადასხვა მომხმარებლის შექმნას და მათ დაცვას.

Word-ტექსტურ რედაქტორთან მუშაობას, მომართვას ყველა საჭირო ბრძანებების გამოყენებას, დოკუმენტის დოკუმენტის პარამეტრების მართვა, ტექსტის ფორმატირებას, დოკუმენტის შენახვა, შენახვის ტიპები, ამობეჭდვა, ფიგურებთან, ცხრილებთან, დიაგრამებთან კოლონტიტულებთან მუშაობა, მაკროსების გამოყენებას.

Excel-მომართვა ექსელის, არეალის დაფიქსირებას. რამდენიმე დოკუმენტთან ერთდროულად მუშაობას, დოკუმენტის პარამეტრების მართვა: ბეჭდვის ფუნქციის გამოყენება, მონაცემთა იმპორტ/ექსპორტი, ფაილის ფორმატებთან მუშაობა. ცხრილიზე მუშაობა, შიტზე მოქმედებები, მონაცემების ტიპები, ავტოშევსება, სიები ფილტრაცია, სორტირება, დიაგრამების აგება, conditional formating, ფორმულების sum, average count max min if, if+if sumif countif today day 360 weekday.

PowerPoint - სლაიდებთან მუშაობა, თემები გადასვლის ეფექტები და დროის მართვა, ფიგურები და მათზე მოქმედებები, Hyperlink, Action,ეზენტაციის შენახვის სხვადასხვა ტიპების გამოყენება, ამობეჭდვა, გაფორმება მუსიკით და ვიდეოთ რგოლით, ფოტო ალბომის შექმნა.

Publisher გამოყენება : საგამომცემლო სამუშაოების შექმნა

ინტერნეტი: ინფომაციის მოძიება გადმოწერა , სხვდასხვა ფასდაკლების ვებ გვერდზე რეგისტრაცია და მოხმარება , ელექტრონული ფოსტის რეგისტრაცია, კალენდრი გამოყენება.

დამხმარე მოწყობილობებთან მუშაობა, სკანერი, პრინტერი, ვიდეო თვალი, პროექტორი.

ასევე შეძლებს წერილის, ოქმის, ტიტულიანი ბლანკის , ბრძანების, ხელშეკრულების, ხელფასის უწყისის , სასაქონლო ზედნადების, ინვოისის და სხვა სააჭირო დოკუმენტების შექმნას.

სწავლის ხანგრძლივობა, ორი თვე - 24 ლექცია

ღირებულება ერთი მსმენელისთვის თვეში ჯგუფში - 80 ლარი
ღირებულება ერთი მსმენელისთვის თვეში 2-3 კაციან ჯგუფში - 100 ლარი
ღირებულება ერთი მსმენელისთვის ინდივიდუალურად თვეში  - 120 ლარი


მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს "VIP Intellect Group-ის" ბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სხვადასხვა ორგანიზაციიდან კადრის მოთხოვნისთანავე - მათი მონაცემების გაგზავნა.

შპს "VIP Intellect Group-ის" მიზანს წარმოადგენს იმ ადამიანთა დახმარება, რომელთაც პროფესიულ ზრდაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, ან ახალი სპეციალობის შეძენაში ესაჭიროებათ გარანტირებული ცოდნის მიღება. პრაქტიკული და ინოვაციური ტრენინგები, თქვენ საშუალებას მოგცემთ დამოუკიდებლად შეძლოთ სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ სამსახურში თქვენი ცოდნის რეალიზება (იქნება ეს სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი).

Microsoft Visio 2013/2010. დიაგრამები და გარფიკები

მოდული 1. Visio-ს შესაძლებლობები. დოკუმენტების შაბლონები და ფიგურები.

  • რა არის Visio? პროგრამასთან მუშაობის საწყისები.
  • დიაგრამების ტიპები.
  • პროგრამის ინტერფეისი. ფიგურების და დიაგრამების შექმნა.
  • მარტივი ოპერაციები ფიგურებზე.
  • გამზადებული ფიგურების გამოყენება, მათი თვისებები.
  • ფიგურების ავტიმატურად განლაგება და ურთიერთ გასწორება.
  • დიაგრამების შენახვა სხვადასხვა ფორმატით

მოდული 2. კომპლექსური დიაგრამების შექმნა, ფიგურების მონაცემებთან მუშაობა.

  • დიაგრამის და გრაფიკის აგების მაგალითები
  • ფენებთან მუშაობა, ფიგურების ავტომატური და ხელით გასწორება
  • ფიგურების ურთიერთდაკავშირების მაგალითები
  • დამატებითი შემაერთებელი ფიგურების შექმნა
  • სტანდარტული და შექმნილი შემაერთებელი ისერების გამოყენება
  • ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ფიგურები
  • ფიგურების მონაცემები და თვისებები
  • ანგარიშგების შექმნა

მოდული 3. მრავალგვერდიანი დიაგრამები, პროექტები

  • მრავალგვერდიან დოკუმენტებთან მუშაობა, ფონის გვერდის შექმნა
  • ფიგურების სპეციალური თვისებები
  • შიდა და გარე ბმულების დამატება
  • პროექტის ექსპორტი სხვადასხვა ფორმატით

მოდული 4. დაკავშირება გარე ობიექტებთან, მონაცემთა ვიზუალიზაცია

  • მონაცემთა იმპორტი, ინიცირებული მონაცემების დაფორმატება
  • იმპორტირებული მონაცემების განახლება
  • ფიგურების მონაცემთა ვიზუალიზაცია, ფიგურებზე ტექსტის დამატება
  • გამოსახული პარამეტრებისთვის ლეგენდის დამატება

მოდული 5. დიაგრამების სხვადასხვა ტიპების გადახედვა

  • ბიზნეს-პროცესების დიაგრამები
  • განტის დიაგრამა და დროის ზოლი
  • კომპიუტერული ქსელის და IT დიაგრამები
  • მიდამოს რუკები და გეგმები

ჯგუფში - 8 ლექცია: 240 ლარი ერთი მსმენელისთვის

ინდივიდუალურად - 5 ლექცია : 300 ლარი

Microsoft Project Professional 2013 პროექტების მართვა

მოდული 1. პროექტების მართვის საწყისები, MS Project-ის ინტერფეისი

  • MS Project ინტერფეისის ელემენტეი
  • ბიზნეს პროცესები, პროექტები
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლის ფაზები
  • პროექტის ფაილის შექმნის მეთოდები

მოდული 2. დაგეგმვა. პროექტის თვისებების ინიციალიზაცია, დავალებათა იერარქიული სტრუქტურის შექმნა

  • პროექტის პარამეტრების შერჩევა
  • დაგეგმარების ტიპები _ საწყისი თარიღიდან ან დასრულების თარიღიდან
  • სამუშაო დროის განსაზღვრა, პროექტისთვის უნიკალური კალენდარის შექმნა
  • სამუშაოს დაგეგმვის პრინციპები
  • დავალებების შეტანა _ WBS
  • შემაჯამებელი დავალებები
  • დავალებების ხელით ან ავტომატური განაწილება

მოდული 3. სამუშაო დროის მენეჯმენტი

  • დავალებების ურთიერთდაკავშირება
  • პროექტის ლოგიკური სტრუქტურის ანალიზი
  • დავალებათა ხანგრძლივობის შეტანა
  • დაგეგმვა ზევიდან-ქვევით ან ქვევიდან-ზევით

მოდული 4. დაგეგმვა. კრიტიკული გზის მეთოდი

  • კრიტიკული გზის მეთოდი
  • თითოეული დავალებისთვის და მთლიანად პროექტისთვის დროის რეზერვირება

მოდული 5. დაგეგმვა, სხვა თვისებები

  • დავალების კალენდარი
  • საბოლოო თარიღის ლიმიტირება
  • არა აქტიური დავალებები

მოდული 6. პროექტის რესურსების დაგეგმვა

  • პროექტის რესურსების მოდული
  • რესურსის თვისებების შერჩევა: ტიპი, კალენდარი, ტარიფი
  • დავალებაზე რესურსის დანიშვნა
  • რესურსების დაკავებულობის განსაზღვრა
  • რესურსის ღირებულების განსაზღვრა
  • პროექტის ჯამური ღირებულება

მოდული 7. პროექტის ოპტიმიზაცია

  • პროექტის დროის, ღირებულების და რესურსების ოპტიმიზაცია
  • რესურსების გადანაწილება
  • გენდერული დაგეგმარებაზეგანაკვეთური ანაზღაურების გათვლა

მოდული 8. პროექტის მიმდინარეობის შემოწმება.

  • დავალებაზე შესრულების დამატება
  • პროექტის ვერსიების შედარება
  • პროექტის მიმდინარეობის ეფექტურობის ანალიზი
  • პროექტის რეპორტები

მოდული 9. პარამეტრების შერჩევა, ვიზუალური თვისებები

  • ინსტრუმენტების დამატება სწრაფი წვდომის ინსტრუმენტების პანელზე
  • სხვადასხვა ხედებში ტექსტის სტილის და გრაფიკის ელემენტების დაფორმატება
  • პროექტის შაბლონის შექმნა
  • პროექტის მონაცემების ამობეჭდვა

მოდული 10. სპეციალური პარამეტრები

  • სპეციალური ველების დამატება
  • ფორმულებთან და ფუნქციებთან მუშაობა
  • სორტირება, დაჯგუფება, ფილტრი
  • სპეციალური ცხრილების და ხედების შექმნა
  • სტანდარტული და სპეციალური რეპორტების გამოყენება
  • დროის ზოლის კონფიგურირება
  • სხვა პროგრამებთან ინტეგრაცია, მონაცემთა-ექსპორტი და იმპორტი

მოდული 11. მულტიპროექტი

  • რამდენიმე პროექტის სინქრონულად მართვა
  • რესურსების პული, რესურსების პულის ფაილის გამოყენება
  • პროექტების კონსოლიდირება, კავშირის დამყარება პროექტებს შორის

ჯგუფში - 10 საათი: 300 ლარი ერთი მსმენელისთვის

ინდივიდუალურად - 8 საათი: 400 ლარი