სასტუმროს მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

1. ინტერაქციული ლექციები.

2. სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროში.

სტუდენტი შეიძენს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სასტუმროს ფუნქციონირებისა და წარმოქმნის შესახებ. შეძლებს პრაქტიკულად მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.

სალექციო კურსი მოიცავს:

სასტუმროს მენეჯმენტი

სასტუმროს მენეჯმენტის ტრეინინგი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მართვით, მუშაობენ ან თავად ფლობენ სასტუმროს.

ტრეინინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, მსოფლიოსა და საქართველოს სასტუმრო ქსელები, სასტუმროს ფუნქციონირების სპეციფიკა, სხვადასხვა განთავსების საშუალებები, მათი ტიპები,  კლასიფიკაცია, სასტუმროს აღწერა - ნომრისა და კვების ტიპები, ურთიერთობა პარტნიორებთან, რეკლამირება, სასტურმო ბიზნესის განვითარების ეტაპები საქართველოში.

სასტუმროს წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები

სასტუმროს ფუნქციონირება და განთავსების ტიპები

  • სასტუმრო როგორც ბიზნესი
  •  სასტუმროს როლი ადგილობრივი ბიზნესისა და წარმოებების განვითარებაში
  • სასტუმროს რეიტინგი და აღწერილობა, კატეგორიზაციის, კლასიფიკაციის, კლასისა და ვარსკვლავების მინიჭების პრინციპები
  • ტარიფების განსაზღვრა
  • სასტუმროს რეკლამირების სახეობები
  • სასტურმოს ადგილმდებარეობის მნიშვნელობა
  • სასტუმროს მომხმარებელი და მათის სეგმენტირება
  • კომპიუტერული სისტემები სასტურმო ბიზნესში
  • სასტუმრო ტერმინოლოგია.

სასტუმროს მარკეტინგი, რეკლამირების განთავსების თანამედროვე საშუალებები

  • ბროშურები, ფლაერები, ვებ გვერდები, ტურისტული სააგენტოების თუ ტურ ოპერატორების კატალოგები და მათი დისტრიბუცია
  • ინფორმაციის სწორად მიწოდების მნიშვნელობა
  • სიციალური მედია და ვირუსული მარკეტინგი.

სასტუმროს ორგანიზება, მენეჯმენტი და პერსონალი

  • მცირე და დიდი ზომის სასუტუმროების ორგანიზაციული სტრუქტურა
  • მცირე და დიდი სასტუმროების მენეჯერი
  • კადრების შერჩევის პრინციპები
  • სასტუმრო პერსონალის ტრენინგი და განვითარება
  • პერსონალის მოტივაცია
  • ფრენჩაიზინგი
  • საკადრო პირამიდა
  • ჯავშნების გაკეთების სხვადასხვა სახეობები

ფინანსების განსაზღვრა სასტუმროს პროდუქტებსა და მომსახუროების სახეობებზე

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით.

სასტუმროს კვების ობიექტების ორგანიზება და მონიტორინგი

  • კვების ტიპის ვარიანტები, ტერმინოლოგია.

კონკურენცია სასტუმრო ბიზნესში

სასტუმროების თანამშრომლობის სპეციფიკა და მნიშვნელობა ტურისტულ სააგენტოებთან

იურიდიული მხარე

  • ხელშეკრულებები პარტნიორებთან და მომხმარებელთან

სასტუმროს მართვის ინტერნეტ ვერსიის სპეციფიკა, დანიშნულება, ახსნა და მასში მუშაობა

პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.

სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:   სასტუმროს მართვას, ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს .

1. ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30წთ.

ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.

სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.

სალექციო კურსის ღირებულება ინდივიდუალურად:  500 ლარი.

2.სტაჟირება მიმდინარეობს - ორი კვირის განმავლობაში - ყოველ სამუშაო დღეს.

ჯგუფიდან ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ სასტუმროში

სტაჟირების ღირებულება : 200 ლარი.