ტურიზმის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: 

 თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმი ცვალებადი და მრავალფეროვანია,  შესაბამისად მუდმივად იცვლება ტურისტთა მოთხოვნები და მოლოდინები. არსებობს  მრავალი მომხიბვლელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ინტერესს უღვიძებს და უბიძგებს მოგზაურობისაკენ.

ტრეინინგის მიზანს წარმოადგენს პროფესიული კადრების მომზადება ტურიზმის სფეროში.

ტრეინიგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის როგორც სტუდენტებისთვის ისე საკუთარი ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის.

ტურიზმის / მოგზაურობის ინდუსტრია და მისი პროდუქტები

  • ტურიზმის განმარტება - ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, ტერმინოლოგიური განმარტებები
  • ტურიზმი 21-ე საუკუნეში - თანამედროვე დაჯავშნის სისტემები, საერთაშრისო და ქართული ტურისტული სააგენტოები და კომპანიები, ტურიზმი საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები.
  • მოგზაურობის მიზანი - კულტურული, რელიგიური და საგანმანათლებლო ტურები, ახალი გამოცდილებების შეძენა, სპორტული და გამაჯანსაღებელი, ბიზნესი.
  • მომხმარებლის მოტივაციის ცოდნის აუცილებლობა
  • ტურისტული ინდუსტრია და ინფრანსტრუქტურა - სატრანსპორტო საშუალებები, კვების ობიექტები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, განთავსების ადგილები.
  • ტურისტული პროდუქტების სახეობები
  • ტურისტული მიმართულებების რეკლამირება, რეკლამირების სახეები,  მარკეტინგის როლი, მარკენტიგული კვლევები, სტატისტიკა
  • ტურისტული კონკურენცია - საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე, კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე.

ტურიზმის მნიშვნელობა

  • ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა
  • ტურიზმის დაგეგმარების და განსაზღვრების მნიშვნელობა
  • ტურიზმის სოციალური ეფექტები და შედეგები - დასაქმების ახალი შესაძლებლობები, დასაქმებულთა გადამზადება და დატრეინინგება.
  • ტურიზმი დანვითარებად ქვეყნებში

ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა და ორგანიზება

  • ტურ ოპერირების შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება - თვით ღირებულება, საბაზრო ფასი,  ხარჯები
  • მოგების ფაქტორების განსაზღვრა
  • ტურიზმის სფეროში შემოსავლების დამატებითი წყაროების არსებობა

ტრასპორტი

  • სატრანსპორტო კომპანიები - კერძო ქირავნობა, ტრანსფერები
  • საჰაერო ტრასნპორტი - საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები, ავიაბილეთების ცვალებადობის და შესყიდვის გზები.
  • რეგულარული და არაგეგულარული ან ჩარტერული საჰაერო სერვისი
  • საჰაერო ტაქსი
  • საჰაერო ტრასპორტის რეგულაციები - ვარშავის კონვენცია, ჩიკაგოს კონვენცია, ბერმუდას ხელშეკრულება
  • საერთაშორისო საჰაერო ტრასპორტის ასოციაცია (IATA)
  • სარკინიგზო ტრასნპორტი
  • საზღვაო ტრასნპორტი

განთავსება და კვება

  • განთავსება - კატეგორიზაცია, კლასიფიკაცია, შეფასება,  განთავსების სახეობები, კომერციული და არაკომერციული განთავსება, სეზონურობის პრობლემატურობა, ტარიფების დადგენა, გაყიდვის პროგნოზირება, კომპრომისი მომხმარებელთან.
  • ტურ ოპერატორისა და ტურისტული სააგენტოს ურთიერთობა განთავსების ერთეულებთან
  • ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება
  • კვება -კვების  სახეობები, ტერმინოლოგიის განმარტება

ტურისტული სააგენტოები

  • ტურისტული სააგენტოების როლი ტურიზმის ინდრუსტრიაში - ტურისტული სააგენტოების ტიპები, ლიცენზია და რეგისტრაცია, ტურისტული სააგენტოს კაპიტალი, კონკურენცია, ეფექტურობისა და ნდობის ფაქტორი, რეკლამირება, ვებ გვერდი, ფლაერები და ბუკლეტები, შესაფერისი საოფისე ადგილის შერჩევა, აუცილებელი საოფისე აღჭურვილობა და დიზაინი
  • ტურისტული მარშრუტები - ტურების, ექსკურსიების, ლაშქრობების დაგეგმვა, ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა.
  • გიდი - გიდისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, გიდის უნარჩვევები
  • სავიზო მხარდაჭერა - სავიზო დოკუმენტაციის მომზადება
  • სამოგზაურო დაზღვევა

ტურისტული სააგენტოს მენეჯმენტი

  • მენეჯერის როლი
  • პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში - პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, ეფექტური მუშაობა, მომხმარებლამდე სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდება
  • ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი - ფინანსები, გადასახადები, ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურპროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში - ხელშეკრულებები პარტნიორებთან, სასტუმროებთან, კვების ობიექტებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, მომხმარებელთან.

ხელისუფლების მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების სფეროში

  • საქართველის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლი და მონაწილეობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში

პრაქტიკული სამუშაო

  • შიდა ტურის მომზადება
  • ტურის ბიუჯეტის განსაზღვრა ყველა კომპონენტის გათვალისწინებით
  • გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა - სუსტი და ძლიერი მხარეები.
  • ჯავშნის სისტემები - საქართველოში არსებული უცხოური ტუროპერატორების გაცნობა და დაჯავშნის სისტემაზე მუშაობა, ტურ პაკეტის დაჯავშნა
  • ტურის შექმნა და რეკლამირება
  • სურვილისამებრ ევროპის ერთი ქვეყნის შერჩევა და ტურის გაწერა ყველა აუცილებელი კომპონენტის გათავლისწინებით (ავიაბილეთი, სასტუმრო, ტრანსფერი, ექსკურსიები, დაზღვევა)
  • ახალი პარტნიორების მოძიების გზები.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

1. ინტერაქციული ლექციები.

2. სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.

ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.

გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში.

სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:   ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30წთ-იანი

ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.

სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 280 ლარი.

ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ!

სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.

სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.

ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!

გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

გაითვალისწინეთ! ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად მუშაობას!

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალებით.