უფასო სტაჟირება-საუკეთესოების დასაქმების შეთავაზებით - Vip Intellect Group

უფასო სტაჟირება-საუკეთესოების დასაქმების შეთავაზებით

უფასო სტაჟირება-საუკეთესოების დასაქმების შეთავაზებით!

შპს ,,VIP Intellect Group“ აცხადებს ერთთვიან უფასო სტაჟირებას, მათთვის ვისაც სურს მიიღოს გამოცდილება კომპანიაში მუშაობის, კერძოდ გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში!

სასურველია კანდიდატები იყვნენ ახალი კურსდამთავრებულები, დაინტერესებული პირები, ან მე-3-4 კურსის სტუდენტები, რომელთაც უნდათ, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ პრაქტიკული უნარები და გახდნენ მოთხოვნადი კადრი.

გასაუბრების შედეგად აირჩევა 4 -5 კანდიდატი

სტაჟიების უპირატესობა:
1. საუკეთესო 1-2 სტაჟიორს გეძლევათ რეალურად ამავე კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა ,,კორპორატიული და საცალო გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე
2. სტაჟირების დროს თქვენივე შესრულებული ნებისმიერი პროექტიდან გეძლევათ ანაზღაურება.
3. თქვენ იძენთ იმ უნარებს და გამოცდილებას, რაც დასაქმებისთვის ყველა კომპანიაში მოგეთხოვებათ (ონლაინ, სატელეფონო და პირდაპირი ურთიერთობა კომპანიებთან, საქმიანი მოლაპარაკებები, შეთავაზებები, ღონისძიებები, საქმიანი წერილების დამუშავება, საქმიანი ეტიკეტი)
4. სრულიად უფასოდ გივლით სტაჟირებისთვის აუცილებელ სწავლებას კომპანიის მენეჯმენტისგან
5. ჩვენს სტაჟიორებს ჩვენივე სასწავლო ცენტრში ნებისმიერ სასწავლო კურსზე სწავლის სურვილის შემთხვევაში გეძლევათ 20%-იანი ფასდაკლება ჯგუფური მეცადინეობისას და 10%-იანი ფასდაკლება ინდივიდუალური სწავლებისას თქვენივე განვითარებისთვის.
6. არ მოგეთხოვებათ ფიქსირებული სამუშაო საათები

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი ან მიმდინარე განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დამარწმუნებელი;
კომუნიკაბელური;
მოტივირებული;
ორგანიზებული და მოწესრიგებული;
შედეგზე ორიენტირებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.
ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის და პირობების შესახებ იხილეთ: www.vipintellect.ge

შპს ,,VIP Intellect Group” ერთ-ერთი მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომლის მენეჯმენტს და ძირითად გუნდს მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

,,VIP Intellect Group” კურსდამთავრებულები არიან მრავალი ათეული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია: http://vipintellect.ge/new/index.php

ჩვენი ტრენერები არიან გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები: პროგრამისტები, მენეჯერები, ფინანსისტები, ბიზნეს ექსპერტები, მარკეტოლოგები და ბუღალტრები!

www.vipintellect.ge
e-mail: ninovipicg@gmail.com