IFRS for SMEs -ის სტანდარტების გამოყენებით! - Vip Intellect Group

IFRS for SMEs -ის სტანდარტების გამოყენებით!

"VIP Intellect Group" გთავაზობთ კურსს IFRS for SMEs -ის სტანდარტების გამოყენებით!

პროგრამა განკუთვნილია: 2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

აგრეთვე გაგიწევთ კონსულტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.
კურსის დასახელება: "ფინანსური მენეჯმენტი" - IFRS for SMEs-ის სტანდარტების გამოყენებით.

კურსი მოიცავს:

სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა:

განყოფილება 1: მცირე და საშუალო საწარმოები
განყოფილება 2: კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
განყოფილება 13: მარაგები
განყოფილება 17: ძირითადი საშუალებები
განყოფილება 18: არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
განყოფილება 20: იჯარა
განყოფილება 23: ამონაგები
განყოფილება 24: სახელმწიფო გრანტები
განყოფილება 25: ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
განყოფილება 34: სპეციალიზებული საქმიანობა

შეფასებები:

განყოფილება 16: საინვესტიციო ქონება
განყოფილება 21: ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
განყოფილება 27: აქტივების გაუფასურება
განყოფილება 10: სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ანგარიშგები:

განყოფილება 5: სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება
განყოფილება 4: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
განყოფილება 6: საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
განყოფილება 7: ფულადი ნაკადების ანგარიშგება
განყოფილება 8: ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 33: დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 32: საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
განყოფილება 30: ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
განყოფილება 3: ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
განყოფილება 35: მსს ფასს-ზე გადასვლა 

ფინანსური ინსტრუმენტები:

განყოფილება 11: ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
განყოფილება 12: სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
განყოფილება 22: ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

კურსს უძღვება: მიხეილ მუმლაძე - მიხეილის პროფესიული კარიერა მოიცავს 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. მიხეილი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასევე საჯარო სექტორში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას წარმოების მიმართულებით ასევე ენერგეტიკის სექტორში. 2018 წლიდან მიხეილი კითხულობს სალექციო კურსს IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ფინანსების მართვას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 
მიხეილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზსა და დიზაინში - City University London. ასევე, ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 24 სთ
პროგრამის საფასური: 500 ლარი 

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს "პსპ დაზღვევა", შპს "ემბავუდ ჯორჯია", შპს "ფურშეტ ჯორჯია", შპს "სახალხო აფთიაქი", შპს "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!