ვაკანსია ჩვენი კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისათვის!
მოთხოვნები :
** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** დისტრიბუციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
· კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
· ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა
· კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
· მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
· კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
· გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
· მონაცემთა ბაზების დამუშავება
· გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
· ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;