,,სამედიცინო ხარისხის მართვა“ - 3 საათიანი ვორკშოპი!
ვორკშოპის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების და დაინტერესებული პირების გადამზადება.
მიზნობრივი ჯგუფები:
ჯანდაცვის, სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის სამსახურის პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.
მოდულირებული პროგრამა მოიცავს: 3საათიან შეხვედრას - workshop. ინტენსიური ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. სემინარი ,,სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა’’ მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
ლექციის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
მოდულში გაერთიანებულია:
1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები; სამედიცინო ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი;
სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.
2. კლინიკის ადმინისტრირება, დოკუმენტაციის წარმოების ხარისხი.
3. ეთიკური საკითხების განხილვა
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.
ვორკშოპის ხანგრძლივობა: 3 საათი.
ვორკშოპის ღირებულება: 60 ლარი
შუალედში 15 წთ-იანი შესვენება (ყავის, ჩაის შეთავაზებით)
ტრენერი - კლინიკა ,,პრემიუმ მედსერვისის“ დირექტორი პროფესორი, ექიმი ექსპერტი, ჯანდაცვის მენეჯმენტის აკრედიტირებული პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი: ანა სხვიტარიძე