ჩვენ შესახებ - Vip Intellect Group

ჩვენ შესახებ

შპს "VIP Intellect Group" გამორჩეული მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, ჩვენი გუნდი უკვე 23 წელია ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე ასობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის კადრი არის ჩვენი კურსდამთავრებული.

პროფესიონალი ტრენერები, მოწვეული სხვადასხვა წარმატებული კომპანიიდან, პრაქტიკული და ინოვაციური ტრენინგები, მუდმივად განახლებული სასწავლო პროგრამები, მომხმარებელის მოთხოვნაზე მორგებული ტრენინგ კურსები, სასიამოვნო სასწავლო გარემო - ყველა პირობა ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!
ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საქმანობას სხვადასხვა სფეროში.

2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო მოქმედებს შერეული ჯგუფები, როგორც ოფისში მოსვლით ასევე დისტანციური ჩართულობით, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ჩვენი მსმენელები არა მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლები არიან, არამედ ლექციებს ესწრებიან დისტანციურად საქართველს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან!

გაითვალისწინეთ! ჩვენ გაძლევთ ხარისხს, თქვენი წარმატებისთვის!

შპს "VIP Intellect Group"-ში სხვადასხვა კურსი გავლის შემდეგ მსმენელები სტაჟირებას აგრძელებენ შესაბამისი სპეციალობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ტურისტულ საგენტოებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და ვებ სტუდიებთან, აქტიურად იგზავნებიან ჩვენი კურსდამთავრებულები სტაჟირებაზე, რისი დამთავრების შემდეგაც ჩვენგან და სტაჟიორი კომპანიისგან ეძლევათ რეკომენდაციები და დასაქმების რეალური შესაძლებლობა!

,,VIP Intellect Group-ის" პროფესიონალი პროგრამისტები, მარკეტოლოგები, ბიზნეს ექსპერტები, ფსიქოლოგები და ბუღალტრები კვალიფიციური ტრენინგებთან ერთად გთავაზობენ საკონსულტაციო მომსახურებას.

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 23 წლიან გამოცდილებას!

გახსოვდეთ, ხარისხი არასოდეს გადადის მოდიდან!

პატივისცემით: ნინო მღებრიშვილი!
VIP Intellect Group-ის დირექტორი!