მეღვინეობა, მევენახეობა - Vip Intellect Group

მეღვინეობა, მევენახეობა

მეღვინეობის საბაზო კურსი

პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს ღვინის წარმოებაში ტექნოლოგიურ ხაზებში და ჩაატაროს დეგუსტაცია ან განავითაროს საკუთარი ღვინის
წარმოება.ამ პოზიციებზე სამუშაოდ საჭიროა გაიარონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

კურსი მოიცავს:
მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგიას, ღვინის წარმოების სრული ტექნოლოგიებს, დეგუსტაციის პრინციპებს, ღვინოებს შორის განსხვავებას, მათი ხარისხის განსაზღვრას

თემატიკა:
• კანონი ვაზის და ღვინის შესახებ
• ქართული ღვინის ისტორია და კულტურა
• დანადგარების, ხელსაწყოების აგებულება და მათი ფუნქციები
• ყურძნის მიღება- დამუშავება
• ყურძნის ტკბილის შემადგენელი ნივთიერებები, და მათი განსაზღვრა
• ალკოჰოლური დუღილი და მოქმედი ფაქტორები;
• თეთრი ღვინის წარმოება
• ვარდისფერი ღვინის წარმოება
• წითელი ღვინის წარმოება
• ცქრიალა ღვინოების წარმოება
• ბიო-ორგანული ღვინოების წარმოება
• ღვინოების შედარება ადგილმდებარეობის მიხედვით
• ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა
• ღვინოში დამხმარე მასალების შეტანა
• პირველადი და მეორეული დუღილის მნიშვნელობა
• ღვინის სეგმენტაცია
• ღვინის სტაბილიზაცია
• ღვინის ჩამოსხმა
• ღვინის დაავადებები
• ღვინის მოვლა
• ღვინის დეგუსტაცია

კურსდამთავრებულის უპირატესობა:
შეისწავლის მეღვინეობაში არსებულ ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება, ასევე შეძლებენ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან საკუთარი წარმოების ღვინო და შეაფასონ ღვინის ხარისხი. ღვინის მარნებში და ღვინის საწარმოებში დანერგონ სწორი მიმართულება.

სრული პროგრმის ხანგრძლივობა:12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა 1სთ 30წთ - 2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან:580 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში:680 ლარი
პრაქტიკული: ,,ღვინის ლაბორატორიაში" - წარმობის დათვალიერება ადგილობრივი მეღვინის თანხლებით, დეგუსტაცია.

მევენახეობის საბაზო კურსი


პროგრამა განკუთვნილია:პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს მევენახეობის მიმართულებით, გააშენონ ვენახი სწორად, გაეცნონ ამპელოგრაფიულ მახასიათებლებს

კურსი მოიცავს:
მევენახეობაში არსებული ტერმინოლოგიას, გაშენებას და მოვლის ხერხებს.

● მევენახეობის მნიშვნელობა და ბიოლოგიური თავისებურებები
● სანერგისათვის ადგილის შერჩევის წესი;
● ვაზის ჯიშების განსხვავება,
● ვაზის აგებულება ბიოლოგიური-მორფოლოგიური განსხვავებები
● ზრდა განვითარების და მსხმოიარობის პრინციპები
● მევენახეობის ძირითადი ზონები
● ვაზის საკვირტე მასალის წარმოება მისი დამზადება და ვადები, ვაზის მყნობა მათი
ვადები
● სანერგის მოვლა და მათი წესები, ამოღება, დახარისხება, შენახვა.
● ვენახის დაპროექტების თავისებურებები და მათი განსაზღვრა
●ვაზისათვის შესაბამისი ადგილმდებარეობის შერჩევა , რიგების განსაზღვრა
● ვენახის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემა
● ვაზის სელექცია მათი სახეობები
● ვაზის ჯიშების სხვლა ფორმირბის ძირითადი სისტემა და შერჩევა
● ნიადაგის მოვლის, განოყიერების ზოგადი პრინციპები
● ვაზის მცენარის დაცვის პრინციპები და საშუალებები
● მავნებელ-დაავადებათა ბრძოლა, პრევენცია
● ვენახში გამოყენებული მანქანა დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპები
● სარწყავი სისტემები და მორწყვის პრინციპები
● ვაზის მოსავლის კრეფა და განსაზღვრული დრო
● ყურძნის შენახვაზე მოქმედი ფაქტორები
● შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კურსდამთავრებულის უპირატესობა:
შეისწავლის მევენახეობაში არსებული ძირითადი მიმართულებები რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება და ასევე შეძლებენ საკუთარი პროფესიის სწორად რეალიზებას.

ლექციის ხანგრძლივობა 1სთ 30წთ - 2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან:580 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში:680 ლარი

პრაქტიკული: ვენახის დათვალიერება და მისი აღწერა
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი

კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 5 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-
მეღვინეობის მაგისტრი, მეღვინე, ტრენერი. პროფესიული განათლების მასწავლებელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით


თითოეული კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი


რეგისტრაცია