ბუღალტრულ კომპანიაში - Vip Intellect Group

ბუღალტრულ კომპანიაში

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს "AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

სტაჟირების დასრულების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია როგორც ჩვენი სასწავლო ცენტრისგან, ასევე კომპანია "AMG"-ისგან.

ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. http://www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: ერთად ერთი თვე
დღეში არანაკლებ 2 საათისა:
ღირებულება ინდივიდუალურად: 300 ლარი

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!

დამწყები ბუღალტრებისთვის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.

 

რეგისტრაცია