HR ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა;
ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!
გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს, რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით.
შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!
კურსის ზოგადი მიმოხილვა:
თუ გსურთ გახდეთ სრულფასოვანი HR ბიზნეს პარტნიორი და ექსპერტი, მაშინ დროა დარეგისტრირდეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე, სადაც შეძლებთ განივითაროთ შესაბამისი კომპეტენციები.
სამიზნე აუდიტორია:
სასწავლო კურსი განკუთვნილია საშუალო და დაბალი რგოლის ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის და სპეციალისტებისათვის.
კურსი ასევე არის კარგი სტარტი დამწყები სპეციალისტებისთვის, ვისაც სურთ კარიერა ადამიანური რესურსების მართვას დაუკავშირონ.
სასწავლო კურსის თემატიკა:
1. ადამიანური კაპიტალის მართვის ზოგადი მიმოხილვა
2. ორგანიზაციული ქცევა და ორგანიზაციული კულტურა;
3. თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია
4. თანამშრომელთა ურთიერთობების მართვა
5. ციფრული ინდუსტრია და ადამიანური კაპიტალის მართვა;
6. თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ადამიანური კაპიტალის მართვაში;
7. ადამიანური კაპიტალის დისტანციური მართვა;
8. ადამიანური კაპიტალის ბრენდინგი;
9. ადამიანური კაპიტალის დაგეგმვა და შერჩევა;
10. სამუშაო ანალიზი;
11. სამუშაო აღწერილობები
12. თანამშრომელთა შეფასების სისტემები;
13. თანამშრომელთა შენარჩუნება;
14. ორგანიზაციული ცვლილებების მართვა.
პრეზენტაციების წარდგენა და სასწავლო კურსის დახურვა/შეჯამება
კურსდამთავრებულის უპირატესობები:
ადამიანური რესურსების მართვის პროცესების დეტალური და არა ფრაგმენტული გაცნობა;
სრულყოფილი მასალები და სამუშაო ფორმები, რომლებიც სასწავლო კურსში მონაწილე პირებს უსასყიდლოდ გადაეცემათ და შეეძლებათ მათი პრაქტიკაში დანერგვა შესაბამის ორგანიზაციებში;
ეთიკის და ქცევის თანამდეროვე სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების შესწავლა;
ტექნოლოგიების როლისა და გავლენის მნიშვნელობა ორგანიზაციებსა და ადამიანური კაპიტალის მართვაში;
ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის მართვის უნარების შეძენა/გაუმჯობესება;
პრაქტიკული სამუშაოები და სამუშაო ჯგუფის აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
კურსი მოიცავს: 24 საათს
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი
კურსის ღირებულება: 450 ლარი
კურსს უძღვება:
ქრისტინე ჩიქოვანი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვისა და ბიზნეს კონსალტინგის სფეროში. მუშაობდა წამყვან კომპანიებში საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ოპერირებდნენ სხვადასხვა სფეროში, ამჟამად my.ge-ს ადამიანური რესურსების მართვის გუნდის ხელმძღვანელი, გროს ენერჯი ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, პარალელურად არის HR ბლოგერი, მოწვეული სპიკერი და ტრენერი. განათლება: MBA- ადამიანური რესურსების მართვა.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register