ლექციები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე
General English
მიზანი: მსმენელის მიერ შესაფერისი დონის ლექსიკისა და გრამატიკის დაუფლება, ასევე ინგლისური ენის ოთხი ძირითადი უნარის – კითხვა, საუბარი, წერა და მოსმენა – განვითარება.
კონკრეტული მიზნები:
• გრამატიკული კონსტრუქციების გაგება და სწორად გამოყენება პრაქტიკაში – ცოდნის გადატანა თეორიიდან რეალურ კომუნიკაციაში;
• ლექსიკური მარაგის გაფართოება და განმტკიცება – ახალი სიტყვების აქტიურად გამოყენება სხვადასხვა ტიპის დავალებებში;
კომუნიკაციური უნარების განვითარება:
• საუბარი – თავისუფალი და დინამიკური დიალოგის წარმოება;
• წერა – აზრის გამართული და სტრუქტურირებული გადმოცემა წერილობითი ფორმით;
• მოსმენა – სმენითი აღქმის გაუმჯობესება სხვადასხვა აქცენტისა და სიჩქარის საუბრის გაგებით;
• კითხვა – ტექსტის შინაარსისა და დეტალების სწორად გაგება.
• თავდაჯერებულობის ამაღლება – შიშის, მორცხვობის, დაურწმუნებლობის დაძლევა; დაუფლებული ცოდნის თავისუფლად გამოყენება.
სწავლის ხანგრძლივობა - თვეში 8 ლექცია - კვირაში 2–ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ 30 წთ
ღირებულება თვეში:
3 კაციდან: 150 ლარი თვეში 8 ლექცია საათნახევრიანი - ყველა დონე
წყვილში: 180 ლარი საათნახევრიანი - ყველა დონე
ინდივიდუალურად: ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი
თვეში - 8 ლექცია , კვირაში 2 დღე
ღირებულება 200 ლარი თვეში - დამწყები დონე
240 ლარი თვეში - საშუალო დონე
300 ლარი თვეში - მაღალი დონე
ჩვენი სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი პირობაა დონის დასრულება და გამოცდის ჩაბარება.