საგადასახადო კანონმდებლობა - Vip Intellect Group

საგადასახადო კანონმდებლობა

კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის თემატიკა:

** საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
** საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** დამატებული ღირებულების გადასახადი;
** აქციზი;
** იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო დავა;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
** პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

** სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
** ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
** ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
** პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;

კურსი მოიცავს: 12 ლექციას;
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 500 ლარს

სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

 

რეგისტრაცია