კურსის აღწერა
მოცემული კურსი წარმოადგენს Microsoft Excel-ის ანალიტიკაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს Excel-ის გამოყენებას როგორც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტის.
კურსი ფოკუსირებულია მონაცემთა სწორ სტრუქტურირებაზე, ბაზებთან მუშაობაზე, ანალიტიკურ ფუნქციებსა და პრაქტიკული რეპორტების შექმნაზე. სწავლება აგებულია რეალურ სამუშაო ქეისებზე და ასახავს იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამუშაო გარემოში.შეხვედრა 1 - მონაცემები და Excel როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი
ფოკუსი: მონაცემთა ლოგიკა და სტრუქტურა
• Excel-ის როლი მონაცემთა ანალიტიკაში - რატომ იწყება ანალიზი სწორად აგებული მონაცემებიდან
• მონაცემთა ტიპები (რიცხვითი, ტექსტური, თარიღი) - როგორ მოქმედებს ტიპი გამოთვლებსა და Pivot-ზე
• „ბაზის“ ცნება Excel-ში - ცხრილი როგორც მარტივი მონაცემთა ბაზა
• სწორი ცხრილის აგება, Table ობიექტი (Format as Table) - დინამიკური დიაპაზონები და ანალიტიკისთვის მომზადება
• Structured References - ფორმულების წაკითხვადობა და სიზუსტე
პრაქტიკული რეპორტი:
თანამშრომლების ან გაყიდვების საბაზისო მონაცემთა ბაზის სწორად აგება
შეხვედრა 2 მონაცემთა გასუფთავება და მომზადება ანალიზისთვის
ფოკუსი: Data Cleaning
• ცარიელი და არასწორი მონაცემების იდენტიფიცირება - პრობლემების პოვნა ანალიზამდე
• Duplicate ჩანაწერების აღმოჩენა და წაშლა - მონაცემთა სანდოობა
• TRIM / CLEAN - ტექსტური მონაცემების გასუფთავება
• Text to Columns - არასწორად გაერთიანებული ველების გაყოფა
• Find & Replace - მონაცემთა სტანდარტიზაცია
• მონაცემების ფორმატირება (Date / Number) სწორი გამოთვლებისთვის
პრაქტიკული რეპორტი:
მონაცემების გასუფთავება და ანალიზისთვის მომზადება
შეხვედრა 3 ანალიტიკური ფორმულები და ლოგიკა
ფოკუსი: მონაცემთა მრავალი კრიტერიუმით გამოთვლა
• SUMIFS / COUNTIFS / AVERAGEIFS - მრავალპირობიანი ანალიზი
• IF /IF MULT - ლოგიკური კლასიფიკაცია (მაგ. შესრულდა / არ შესრულდა)
• AND / OR - რთული ანალიტიკური პირობები
• IFERROR - შეცდომების მართვა ანგარიშებში
• ROUND - ფინანსური და რაოდენობრივი სიზუსტე
პრაქტიკული რეპორტი:
KPI-ების გამოთვლა (გაყიდვები, შესრულების პროცენტი, საშუალო მაჩვენებლები)
შეხვედრა 4 ბაზებთან მუშაობის ტექნიკები (Lookup ლოგიკა)
ფოკუსი: მონაცემთა დაკავშირება
• Lookup ლოგიკის არსი - რატომ არ ვაკოპირებთ მონაცემებს ხელით
• VLOOKUP vs XLOOKUP - განსხვავება და გამოყენების სცენარები
• INDEX + MATCH - მოქნილი და უსაფრთხო კავშირები ბაზებს შორის
პრაქტიკული რეპორტი:
გაყიდვების მონაცემების დაკავშირება პროდუქტების ან ფასების ბაზასთან
შეხვედრა 5 მონაცემთა შეჯამება Pivot Table-ებით
ფოკუსი: ანალიტიკური ხედვა დიდ მონაცემებზე
• Pivot Table-ის ლოგიკა
• Rows / Columns / Values / Filters - ანალიტიკური სტრუქტურის აგება
• სხვადასხვა მეტრიკის ანალიზი - რაოდენობა, ჯამი, საშუალო
• Calculated Fields - ანალიტიკური გამოთვლები Pivot-ში
• Slicers - ინტერაქტიული ანალიზი
პრაქტიკული რეპორტი:
თვიური ან კვარტალური ანალიტიკური ანგარიში Pivot Table-ით
შეხვედრა 6 ანალიტიკური ვიზუალიზაცია და Dashboard-ის საფუძვლები
ფოკუსი: შედეგების წარმოდგენა
• სწორი გრაფიკის შერჩევა ანალიტიკური მიზნის მიხედვით
• Pivot Chart-ები - დინამიკური ვიზუალები
• Dashboard-ის სტრუქტურა - KPI, გრაფიკები, ფილტრები
• მენეჯერული კითხვებზე პასუხი ვიზუალით
პრაქტიკული რეპორტი:
მარტივი მენეჯერული Dashboard (გაყიდვები / შესრულება / ტენდენცია)
შეხვედრა 7 (სურვილის შემთხვევაში) პრაქტიკული ანალიტიკური ქეისი
• რეალურ ოფის მონაცემებზე მუშაობა
• მონაცემების გასუფთავება → ანალიზი → შეჯამება → ვიზუალიზაცია
• სრული ანალიტიკური ციკლის გავლა
შეხვედრა 8 (სურვილის შემთხვევაში) საბოლოო პროექტი
• ინდივიდუალური ან გუნდური პროექტი
• სრულფასოვანი ანალიტიკური რეპორტის შექმნა Excel-ში
• შედეგების პრეზენტაცია
ტრენერი:ნათია ბეგლარაშვილი – მონაცემთა ანალიტიკიკოსი, Power BI და Excel სპეციალისტი +6 წლიანი გამოცდილებით.
ტრენერის გამოცდილება: 1000+ მსმენელი, როგორც კორპორატიული, ისე ფიზიკური პირები.
• ხანგრძლივობა: 8 ლექცია
• ჯგუფში – 400ლ | წყვილში 500ლ | ინდივიდუალური – 750 ₾