სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის კურსი

სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის კურსი

ლექცია 1. ხარჯთაღრიცხველი როგორც მაკონტროლებელი

• რა როლი აქვს ხარჯთაღრიცხველს რეალურ პროექტზე
• რატომ არის ხარჯთაღრიცხვა მთავარი ფინანსური კონტროლის ინსტრუმენტი
• პროექტის მონაწილეები: დამკვეთი, შემსრულებელი, ზედამხედველი
• სად დგას ხარჯთაღრიცხველი ამ სამკუთხედში
სავარჯიშო: არსებული სმეტის სწრაფი ანალიზი და ძირითადი რისკების
იდენტიფიკაცია

ლექცია 2. ხარჯთაღრიცხვის ლოგიკა და სტრუქტურა
• როგორ იშლება სმეტა სწორ კომპონენტებად
• სამუშაოების დაშლა (WBS პრინციპი)
• პირდაპირი vs არაპირდაპირი ხარჯები
• სტრუქტურული შეცდომები, რომლებიც ბიუჯეტს ანგრევს
სავარჯიშო: ნულიდან სმეტის სტრუქტურის აწყობა

ლექცია 3. დოკუმენტაცია და ფორმები (№2, №3, №4)
• ფორმა №2 — შესრულებული სამუშაოების დადასტურება
• ფორმა №3 — რა ამტკიცებს და სად არის რისკი
• ფარული სამუშაოების აქტები
• პასუხისმგებლობის ზონები
სავარჯიშო: ფორმა №3-ზე შესრულებული სამუშაოების გადამოწმება

ლექცია 4. მოცულობების ამოთვლა ნახაზებიდან
• არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა
• ფართობების, მოცულობების და ელემენტების დათვლა
• ხშირი შეცდომები
• AutoCAD / ArchiCAD / BIM-ის გამოყენება
სავარჯიშო: ფასადის და შიდა ფართობების ამოთვლა

ლექცია 5. სამშენებლო მასალების ხარჯთაღრიცხვა
• მასალების კლასიფიკაცია
• ბაზრის ფასების ანალიზი
• ინფლაცია და ვალუტის გავლენა
• არარეალური ფასების ამოცნობა
სავარჯიშო: ბეტონის, არმატურის და ფილის ფასების შედარება

ლექცია 6. შრომითი ხარჯები პრაქტიკაში
• მუშახელის ანაზღაურების მოდელები
• ნორმები და პროდუქტიულობა
• გადასახადები და სოციალური ხარჯები
• შრომითი ბიუჯეტის „გაფანტვის“ მიზეზები
სავარჯიშო: კედლის წყობის შრომითი ხარჯის დათვლა

ლექცია 7. ტექნიკის ხარჯები
• ძირითადი ტექნიკა და მათი როლი ბიუჯეტში
• ქირაობა vs შეძენა

• საათობრივი/დღიური ტარიფები
• ფარული ტექნიკური ხარჯები
სავარჯიშო: ექსკავატორის ხარჯის გამოთვლა 1 კვირაზე

ლექცია 8. ზედნადები ხარჯები (Overheads)
• ადმინისტრაციული ხარჯების სტრუქტურა
• ტრანსპორტი, ენერგია, ლოჯისტიკა
• საერთაშორისო სტანდარტები vs ქართული რეალობა
• ზედნადების გადაჭარბების ამოცნობა
სავარჯიშო: მცირე ობიექტის ზედნადების დათვლა

ლექცია 9. მოგება, რისკი და სარეზერვო ფონდი
• მოგების მარჟის განსაზღვრა
• რისკების შეფასება
• სარეზერვო ფონდი — აუცილებლობა vs გადაჭარბება
• როგორ დავიცვათ მარჟა კონტრაქტში
სავარჯიშო: პროექტის მოგებისა და რისკის მოდელირება

ლექცია 10. Excel ხარჯთაღრიცხველისთვის
• პროფესიული Excel სტრუქტურა
• ფორმულები და ავტომატიზაცია
• error-check სისტემები
• შაბლონების შექმნა
სავარჯიშო: Excel სმეტის შაბლონის აწყობა

ლექცია 11. კალენდარული სმეტა და გეგმა–ფაქტი
• კალენდარული სმეტის არსი
• სამუშაოების ეტაპებად დაყოფა
• გეგმა vs ფაქტი
• გადახრების კონტროლი
სავარჯიშო: კალენდარული სმეტის შედგენა

ლექცია 12. ფასების კორექტირება და ინდექსაცია
• რატომ იცვლება სმეტა
• ინდექსაციის მოდელები
• ინფლაციის გათვალისწინება
• კონტრაქტში ფასის დაცვა
სავარჯიშო: ფასის კორექტირების სცენარის შექმნა

ლექცია 13. მოლაპარაკება და კონტრაქტები
• როგორ ვმართოთ მოლაპარაკება დამკვეთთან
• სად იკარგება ფული კონტრაქტში
• ხარჯთაღრიცხველის როლი დილში
• პრაქტიკული სტრატეგიები
სავარჯიშო: რეალური მოლაპარაკების სიმულაცია

ლექცია 14. ტიპური შეცდომები და ფინალური ვორქშოფი
• ყველაზე ხშირი შეცდომები ქართულ პროექტებში

• როგორ „ატყუებენ“ სმეტით
• კონტროლის მექანიზმები
• სრული პროექტის ანალიზი
სავარჯიშო: სრული ხარჯთაღრიცხვა + პრეზენტაცია

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• პროფესიული ხარჯთაღრიცხვების დამოუკიდებლად შედგენას
• ბიუჯეტის კონტროლს და რისკების მართვას
• მუშაობას Excel, AutoCAD და ArchiCAD მონაცემებთან
• კალენდარული სმეტების მართვას
• ფასის დაცვას მოლაპარაკების პროცესში
• ტიპური შეცდომების ამოცნობას და თავიდან არიდებას

კურსი მოიცავს: 14/2 საათიან შეხვედრას

კურსის ღირებულება: 1200 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

რეგისტრაცია