ფარმაკოლოგიის კურსი-სტაჟირებით - Vip Intellect Group

ფარმაკოლოგიის კურსი-სტაჟირებით

ვისთვისაა კურსი გათვლილი?
ფარმაკოლოგიით დაინტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.
ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ფარმაცევტად, ფარმაცევტის თანაშემწედ ან კონსულტანტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.
კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.
კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.
თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა:
** სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.
** მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
** სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
** ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
** სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
** ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.
რამდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება: ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში.
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება).
ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.
ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება!

კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ პსპ-ს და ნეო ფარმას სააფთიაქო ქსელებში.
პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.
სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო სტაჟირებას "PSP"-ს და ,,იმპექსის" სააფთიაქო ქსელებში, საუკეთესოებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
აფთიაქში სტაჟირების მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
თეორიული კურსი გრძელდება : 2 თვე, კვირაში 3-ჯერ;
სრული კურსის ღირებულება: 500 ლარი;

რეგისტრაცია