კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.
მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ ცენტრში...
მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.
ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.
მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.
ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის მასალა:
1. პროგრამის პრეზენტაცია (1სთ)
2. შესავალი ჯანდაცვის მენეჯმენტში (2სთ).
3. დაგეგმვა (2სთ). ლექცია
5. სამედიცინო სამართალი, კადრები და ხელშეკრულებები (კანონი პაციენტის უფლებების შესახებ). (2სთ)
6. სერვის პლუსი (2სთ).
7. სამედიცინო მარკეტინგი (2სთ).
8. ხარისხის კონტროლი (2სთ).
9. ხარისხის კონტროლი (2სთ).
10. საყოველთაო ჯანდაცვა (2სთ).
11. საყოველთაო ჯანდაცვა - შესრულებები (2სთ).
12. ჯანდაცვის მენეჯმენტი (იდეალური მენეჯერი, ლიდერობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა). (2სთ).
13. სადაზღვევო საქმე (ფრანშიზა, გადაზღვევა)(2სთ).
14. სადაზღვევო საქმე (case, ქართული ქეისი). (2სთ).
15. ონკოლოგია (138 - ლეიკემია, ფილტვის კიბო, ძუძუ, პროსტატა ...). (2სთ).
16. თავ-კისრის ონკოლოგია, სტომატოლოგიური და ონკოლოგიური კლინიკის მართვა. (2სთ).
17. კომუნიკაცია (2სთ).
18. სტრატეგია (2სთ).
19. ჯანდაცვის პოლიტიკა, შშს, ბიულეტენი (2სთ).
20. სიტუაცური ამოცანები case (ქართული ქეისი). (2სთ).
21. ეპიდემიოლოგია, ინფექციური დაავადებები (აცრების კალენდარი, დიარეა, წითელა...). (2სთ).
22. დაავადებების პრევენცია, არაინფექციური დაავადებები (გიდ, სასუნთქი, კნტ). (2სთ).
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?
პროგრამა მსმენელს სთავაზობს:
• ჯანდაცვის მენეჯმენტის აკრედიტირებული (რს-560) სერტიფიკატის მინიჭებას;
• ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
• ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში,
სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
• ჯანდაცვის მენეჯმენტის სრული კურსის გავლის შემდგომ საუკეთესო მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.
პროგრამის ხელმძღვანელი: ანა სხვიტარიძე MD. PHD. მედიცინის დოქტორი. პროფესორი. ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების ასოციაციის დამფუძნებელი - დირექტორი. QSCert საერთაშორისო სტანდარტი ISO აუდიტის სამედიცინო ექსპერტი. კლინიკა ,,სილკ მედიკალ'' ის მთავარი ექიმი
პროგრამის ხანგრძლივობა: 54 საათი
კურსი მოიცავს: 2 თვე
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.
კურსის ღირებულება თვეში: 390 ლარი