სასტუმროს ადმინისტრატორის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი - Vip Intellect Group

სასტუმროს ადმინისტრატორის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი

კურსი განკუთვნილია: მათთვის, ვისაც სურს სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმება.

დასაქმების რეალური შესაძლებლობა!

გაითვალისწინეთ, წლებია ვთანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის სასტუმროსთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. არსებული სასტუმროები სისტემატურად გვაწვდიან ვაკანსიებს და ითხოვენ ჩვენგან კვალიფიციურ კადრებს.

დავასაქმეთ, არა ერთი  ჩვენი კურსდამთავრებულები, ისინი დღემდე წარმატებით მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებად.  

მხოლოდ წარმატებულ კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ეს შანსი და ჩვენი რეკომენდაციით თავი დაიმკვიდრონ სასტუმროს ბიზნესში.

კურსის თემატიკა :

განთავსების ობიექტის ტიპები და ოთახების კატეგორიები
დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლება-მოვალეობები
მიღება-განთავსების (რეცეფციის, ადმინისტრაციის) სამსახურის ურთიერთ თანამშრომლობა სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან
მირება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი ფუნქცია მოვალეობები
ადმინისტრატორის (რეცეფციონისტის) სამუშაო აღწერილობა, პროფესიული უნარჩვევები; სამუშაო ბაზრის მოთხოვნები და პრაქტიკაში გავრცელებული სამუშაო პირობები
სასტუმროს სამუშაო პროგრამები; სასტუმროს სამუშაო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული ნაწილი.
სასტუმროში ანგარიშსწორების წესი და პირობები, თანმდევი დოკუმენტაცია;
სტუმართან ურთიერთობის ეთიკის ნორმები და ადმინისტრაციის შენაგანაწესი
ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა
დაჯავშნის სამსახურის უფლება-მოვალეობები, სამუშაო დოკუმენტაცია და სტუმართან კომუნიკაციის ეტიკეტი; ჯავშნის მიღება და პროგრამაში ასახვა

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი

კურსის ღირებულება: 450 ლარი

კურსის ფორმატში ჩატარდება ინფო - ტური 5,4 ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

სრული კურსის შემდეგ თქვენ შეძლებთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმებას, გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს ადმინისტრატორისთვის, დაეუფლებით გუნდური მუშაობის პრინციპებს. 

 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: რეგისტრაცია