კურსის მსმენელები მიიღებენ და გაიღმავებენ ცოდნას შესყიდვების მართვის და ასევე გაყიდვების პროგნოზირების (forecasting) მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.
შესყიდვების მართვის კურსი განკუთვნილია შესყიდვების და კატეგორიის მენეჯერების, ასევე ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
შესყიდვების მართვის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• შესავალი შესყიდვებში და მისი მნიშვნელობა კომპანიებისათვის;
• შესყიდვების ბაზრის ანალიზი;
• მომწოდებლების შეფასება და შერჩევა;
• შესყიდვების სტრატეგიები;
• შეკვეთების დაგეგმვა მოთხოვნის გათვალისწინებით და კოორდინაცია მომწოდებლებთან;
• საერთაშორისო შესყიდვების სპეციფიკა - ძირითადი ქვეყნების პრაქტიკის შედარება;
• მოწოდების პირობები და ინკოტერმსი 2020;
• შესყიდვის კონტრაქტები;
• მოლაპარაკება შესყიდვების დროს;
• პრაქტიკული ქეისები;
კურსი მოიცავს: 10 საათს
სწავლის ღირებულება: 500 ლარი
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება!
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი!
2. ლოგისტიკა:
ლოგისტიკის კურსი მიზნად ისახავს, მსმენელმა მიიღოს და გაიღრმაოს ცოდნა ტრანსპორტის და სასაწყობო ოპერაციების მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.
კურსდამთავრებული შეისწავლის შემდეგ საკითხებს:
ტრანსპორტირების მართვა
საწყობის მართვა
მიწოდება
ლოგისტიკის პროგრამა მოიცავს:
• შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და
• მათ შორის არსებული კონფლიქტები;
• ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობები ანალიზი;
• სატრანსპორტო საშუალებები და კომბინირებული ტრანსპორტი;
• ტრანსპორტის დოკუმენტაცია;
• გადამზიდავის შერჩევა;
• ინკოტერმსი 2020 და დაზღვევა;
• ტრანსპორტირების გეგმის შემუშავება;
• შიდა ტრანსპორტის სახეობები;
• ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა;
• საწყობის ცალკეული სახეობების შესწავლა და ოპტიმალური დაგეგმვა;
• დისტრიბუციის ფუნქცია და სახეები;
• სადისტრიბუციო მარშრუტების ოპტიმიზაცია;
• შეფუთვის სახეები;
• საავტომობილო პარკის მართვა;
კურსი მოიცავს: 10 საათს
სწავლის ღირებულება: 500 ლარი
გაითვალისწინეთ: ორივე მოდულის შესწავლის შემთხვევაში კურსის ღირებულება იქნება 850 ლარი!
ხოლო ლექციების რაოდენობა - 8/2 სთ-იანი