მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგება - Vip Intellect Group

მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგება

პროგრამა განკუთვნილია:  2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

განყოფილება 1:  მცირე და საშუალო საწარმოები

განყოფილება 2:  კონცეფციები და ძირითადი პრინციპები

განყოფილება 13:  მარაგები

განყოფილება 17:  ძირითადი საშუალებები

განყოფილება 18:  არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა

განყოფილება 20:  იჯარა

განყოფილება 23:  ამონაგები

განყოფილება 24:  სახელმწიფო გრანტები

განყოფილება 25:  ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები

განყოფილება 34:  სპეციალიზებული საქმიანობა

ლექცია 9-10 შეფასებები

განყოფილება 16:  საინვესტიციო ქონება

განყოფილება 21:  ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

განყოფილება 27:  აქტივების გაუფასურება

განყოფილება 10:  სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ლექცია 11-12 ანგარიშგები

განყოფილება 5:  სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება

განყოფილება 4:  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

განყოფილება 6:  საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება

განყოფილება 7:  ფულადი ნაკადების ანგარიშგება

განყოფილება 8:  ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

განყოფილება 33:  დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები

განყოფილება 32:  საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები

განყოფილება 30:  ოპერაციები უცხოურ ვალუტაში

განყოფილება 3:  ფინანსური ანგარიშგების წარდგენა

განყოფილება 35:  მსს ფასს-ზე გადასვლა

ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები

განყოფილება 11:  ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები

განყოფილება 12:  სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები

განყოფილება 22:  ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 600 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს ,,პსპ დაზღვევა“, შპს ,,ემბავუდ ჯორჯია“, შპს ,,ფურშეტ ჯორჯია“, შპს ,,სახალხო აფთიაქი“, შპს ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

რეგისტრაცია