სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი - Vip Intellect Group

სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი

 პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯერებთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სასტუმროს ბიზნესის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ ამ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.

კურსის მიზანია სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და ამ მიმართულებით განვითარების ხედვის ჩამოყალიბება
შეძლებს პრაქტიკულად მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.

1. განთავსების საშუალებათა ისტორია; სასტუმროს სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია ; სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები ; ტურისტთა განთავსების ობიექტების ტიპოლოგია;
2. სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
3. სასტუმროს მიმღები დეპარტამენტი ; თანამშრომლები და მათი უფლება მოვალეობები
4. სასტუმროს დოკუმენტაცია და მათი წარმოების წესი
5. სასტუმროს საოპერაციო პროგრამები
6. სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობა (პრაქტიკული მეცადინეობა)
7. სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა • სასტუმრო ინდუსტრიაში ფასწარმოქმნის მექანიზმზე მოქმედი ფაქტორები • სასტუმროს ფასწარმოქმნის მექანიზმზე ზეგავლენის ძირითადი ფაქტორები.
8. სასტუმრო მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები • ზოგადი მიმოხილვა • ხარისხის სტანრტული დაგეგმვის მოდელი • სასტუმრო მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპები • ხარისხის მართვის ფუნქციები • სასტუმრო მომსახურების ხარისხის შეფასების კვოლიმეტრული პარამეტრები
9. სასტუმროს დასუფთავების სამსახური
10. სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრმომლები და მათი მოვალეობები
11. კვების სახეები.
12. სასტუმროს მომარაგების დეპარტამენტი. მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა.
13. სასტუმროს ტექნიკური და დაცვის სამსახური
14. სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. კადრების შერჩევის სტრატეგია; კანდიდატის შტატში აყვანის და გადამზადების ეტაპები; წახალისების და სასჯელის სახეები;
15. მცირე სასტუმროს საინვესტიციო სტრატეგია
16. მსოფლიო სასტუმროთა ლიდერი ქსელები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე • სასტუმრო პროდუქტის დაპროექტება • ადგილობრივი ინვესტიციების ათვისების პრობლემა საქართველოს სასტუმრო ბიზნესში • მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები

პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.

სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას, ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს. 

ლექციების ხანგრძლივობა: 2 თვე
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 2-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება თვეში: 450 ლარი.

ლექციების მსვლელობისას ჩატარდება ინფო ტურები 5,4 ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

კურსის ბოლოს ყველა კურსდამთავრებული წარმოადგენთ პროექტს! 

 რეგისტრაცია