ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!
კურსს უძღვება: ქრისტინე ჩიქოვანი - 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მენეჯერი ადამიანური რესურსების მართვისა, სტრატაპ პროცესებისა და HR კონსალტინგის, ამჟამად ამერიკული ტექ სტარტაპის “პაბჯენიუსის”ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.
კურსის ზოგადი მიმოხილვა:
თუ გსურთ გახდეთ სრულფასოვანი HR ბიზნეს პარტნიორი და თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, მაშინ დროა დარეგისტრირდეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე, სადაც შეძლებთ განივითაროთ შესაბამისი კომპეტენციები.
სამიზნე აუდიტორია:
სასწავლო კურსი განკუთვნილია საშუალო და დაბალი რგოლის ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის და სპეციალისტებისათვის.
კურსი ასევე არის კარგი სტარტი დამწყები სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს კარიერა ადამიანური რესურსების მართვას დაუკავშირონ.
სასწავლო კურსის თემატიკა:
ადამიანური კაპიტალის მართვის ზოგადი მიმოხილვა - (2 საათი)
რა არის ადამიანური კაპიტალის მართვა;
HRM -ის მოდელები;
ადამიანური რესურსების როლი კომპანიაშია;
HR კომპეტენციები
ორგანიზაციული ქცევა და ორგანიზაციული კულტურა; (2 საათი)
როგორ შევქმნათ პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა;
ორგანიზაციული კულტურის მთავარი ასპექტები;
ორგანიზაციული კულტურის საუკეთსო მაგალითები;
თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია - (2 საათი)
თანამშრომელთა ჩართულობა, მისი მნიშვნელობა, სტრატეგიები და კვლევები;
მოტივაციის თეორიები;
სამოტივაციო სისტემების შემუშავება;
ციფრული ინდუსტრია და ადამიანური კაპიტალის მართვა; - (2 საათი)
ადამიანური კაპიტალის დისტანციური მართვის ტექნიკები და სტრატეგიები;
თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ადამიანური კაპიტალის მართვაში;
ადამიანური კაპიტალის ბრენდინგი; - (2 საათი)
დამსაქმებლის ბრენდის მნიშვნელობა;
ადამიანური კაპიტალის დაგეგმვა და შერჩევა; - (4 საათი)
სამუშაო ანალიზი;
სამუშაო აღწერილობები;
კანდიდატის პერსონის განსაზღვრა;
გასაუბრება და მისი ჩატარების წესი;
თანამედროვე მიდგომები ინტერვიუს პროცესში;
ინტერვიუს შეფასება;
თანამშრომელთა შეფასების სისტემები; - (2 საათი)
შეფასების სისტემის სახეები;
შეფასების სისტემის მნიშვნელობა და მისი დანერგვის წესი;
ანაზღაურების მართვა და HR ბიუჯეტი; - (2 საათი)
HR ადმინისტრირება; - (2 საათი)
ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვა;- (2 საათი)
კურსის შეჯამება და საბოლოო პროექტი;- (2 საათი)
ყველა ლექციის დროს განიხილება თემტიკის მიხედვით რამოდენიმე ქეისი.
კურსის ბოლოს: პრეზენტაციების წარდგენა და სასწავლო კურსის დახურვა/შეჯამება;
კურსდამთავრებულის უპირატესობები:
ადამიანური რესურსების მართვის პროცესების დეტალური და არა ფრაგმენტული გაცნობა;
შეხვედრებზე განხილული სასწავლო მასალები, რომელიც სასწავლო კურსში მონაწილე პირებს უსასყიდლოდ გადაეცემათ;
ადამიანური რესურსების საუკეთესო და თანამედროვე პრაქტიკების განხილვა;
ეთიკის და ქცევის თანამდეროვე სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების შესწავლა;
ტექნოლოგიების როლისა და გავლენის მნიშვნელობა ორგანიზაციებსა და ადამიანური კაპიტალის მართვაში;
ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის მართვის უნარების შეძენა/გაუმჯობესება;
პრაქტიკული სამუშაოები და სამუშაო ჯგუფის აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
კურსი მოიცავს: 12 ლექციას - 24 საათი
კურსის ღირებულება: 650 ლარი
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: